ბეჭდვა ელფოსტა

"გლობალ სელის" საერთაშორისო სიმ-ბარათები საქართველოს იუსტიციის სახლის ფილიალებში! 




იუსტიციის სახლის ფილიალებში დანერგილ არაერთ მნიშვნელოვან მომსახურებას დღეიდან გლობალ სელის საერთაშორისო სიმ-ბარათების გაცემის სერვისი დაემატა.


იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აიღოს ბიომეტრიული პასპორტი და გლობალ სელის საერთაშორისო სიმ-ბარათი უფასო ზარებით როუმინგში.


ამ სერვისის დანერგვის ინიციატივა ეკუთვნის იუსტიციის სახლს, რომელმაც ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი  აუქციონის წესით შეარჩია.


როუმინგული მომსახურების საუკეთესო პირობების შერჩევის მიზნით გამართულ ღია საჯარო აუქციონში კომპანია „გლობალ სელმა“ გაიმარჯვა, ამდენად, საქართველოს მასშტაბით არსებული იუსტიციის სახლის ფილიალები მომხმარებლებს გლობალ სელის საერთაშორისო სიმ-ბარათებს განსაკუთრებულიპირობებით და სპეციალურ ფასად - 15 ლარად სთავაზობენ.

 


სიმ-ბარათი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:


• დაფარვის ზონა - 200-ზე მეტი ქვეყანა; 

• უფასო შემომავალი ზარები - 150-მდე ქვეყანა; 

• გამავალი ზარი - 0.05 დოლარიდან; 

• უფასო შემომავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – მთელ მსოფლიოში; 

• გამავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – 0.05 დოლარიდან; 

• მობილური ინტერნეტი - 140-მდე ქვეყანა; 

• GPRS 1MB – 0.005 დოლარიდან; 

• მუდმივი ნომერი; 

• არანაირი სააბონენტო გადასახადი.



საერთაშორისო სიმ-ბარათის შეძენა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში საქართველოს 22 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში: 


• თბილისი 

• ბათუმი 

• ქუთაისი 

• რუსთავი 

• ახალციხე 

• გურჯაანი 

• თელავი 

• ყვარელი 

• ოზურგეთი 

• მარნეული 

• გორი 

• ზუგდიდი 

• მესტია 

• ფოთი 

• თიანეთი 

• ყაზბეგი 

• ბორჯომი 

• ლაგოდეხი 

• ონი

• სენაკი 

• ახალქალაქი 

• მარტვილი

 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

აბონენტთა საყურადღებოდ!

22:50 - 15.01.2024
ცვლილება ბრიტანული ნომრით სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით
 

გილოცავთ შობა - ახალ წელს!

17:13 - 27.12.2023
ინფორმაცია სადღესასწაულო დღეების სამუშაო განრიგის შესახებ
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები